ორსულობის ტესტი

ორსულობის ტესტს საფუძვლად უდევს რექაცია, რომელიც საშუალებას იძლევა გამოავლინოს ორსულობის ჰორმონი – ქორიონული გონადოტროპინი.(ქორიონული გონადოტროპინი – ორსულობისას პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონია. ის უზრუნველყოფს ყვითელი სხეულის შენარჩუნებას განაყოფიერების შემდეგ და მისი მიერ ჰორმონ პროჟესტერონის გამოყოფას). ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს  შარდში  ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრული კონცენტრაციის არსებობისას, რაც ვლინდება ფირფიტაზე  ორი მკაფიო ზოლის გამოჩენით. იშვიათ შემთხვევებში ორსულობის ტესტმა შეიძლება მცდარი პასუხი მოგვცეს – როგორც უარყოფითი, ისე დადებითი. თანაც მცდარი–უარყოფითი შედეგის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე მცდარი–დადებითის.  დაეჭვების შემთხვევაში კი მიმართავენ სისხლის ანალიზს ქორიონული გონადოტროპინზე (მისი უფრო მაღალი მგრძნობელობის გამო), ან ექოსკოპიას, თუკი ფეხმძიმობის სავარაუდო ვადა 4 კვირაზე მეტია.

ქალის სხეულში  ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავებას იწყებს განაყოფიერებიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც იმპლანტაცია ხდება, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელზე მაგრდება. იმპლანტაციამდე, თუნდაც განაყოფიერება უკვე მომხდარი იყოს, ქორიონული გონადოტროპინი არ გამომუშავდება და შესაბამისად ორსულობის განსაზღვრაც შეუძლებელია.

არსებობს ორსულობის დასადგენი ტესტების რამდენიმე სახეობა: ე.წ. „სტრიპ“ ტესტი მარკერ–ზოლით, პლანშეტური (სტრიპ ტესტი ცელოფნის პლანშეტში) შარდისთვის საწვეთურით. ასევე ელექტრონული ტესტი, რომელიც ზოლების ნაცვლად აჩვენებს სიტყვებს „pregnant“ –ორსულობა, ან „not pregnant“ –არ არის ორსულობა.

ჩვეულებრივ ტესტების მწარმოებლები შეფუთვაზე აწერენ თუ როგორ უნდა მივიღოთ ზუსტი პასუხი. ეს დამოკიდებულია ტესტის მგრძნობიარობაზე, რაც, როგორც წესი, მითითებულია შეფუთვაზე – 10, 20, 25, 30 და  შეესატყვისება ქორიონული გონადოტროპინის კონცენტრაციას შარდში. რაც უფრო მაღალია ტესტის მგრძნობელობა, მით ნაკლებია ციფრი შეფუთვაზე და მით მალე შეიძლება ორსულობის დადგენა.

ტესტები 10 მგრძნობელობით შეიძლება გამოვიყენოთ უკვე მეშვიდე–მერვე დღეს ოვულაციის შემდეგ. რადგან ოვულაციის ზუსტი თარიღის დადგენა ყოველთვის ადვილი არ არის, ამიტომ ტესტის ჩატარება მენსტრუაციის შეწყვეტამდე არ არის რეკომენდირებული, რადგან შეიძლება მცდარი უარყოფითი პასუხი მივიღოთ. მაქსიმალურად საიმედო შედეგი ტესტმა შეიძლება აჩვენოს მხოლოდ მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ.

ისეც ხდება, რომ ტესტმა შეიძლება გვიჩვენოს უარყოფითი პასუხი ორსულობის შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, არ არის დაცული ტესტის ჩატარების ყველა პირობა და ორსულობის ვადა ძალიან პატარაა. ასეთ დროს რეკომენდირებულია ტესტი ერთი კვირის შემდეგ გავიმეოროთ.

ტესტმა შეიძლება აჩვენოს დადებითი შედეგი ორსულად არყოფნის შემთხვევაშიც, თუ ქალი მოიხმარს ქორიონული გონადოტროპინის შემცველ პრეპარატებს, ან თუ სისხლში მნიშვნელოვნად მომატებულია სხვა გონადოტროპული ჰორმონების დონე, რომელიც ქორიონული გონადოტროპინის სტრუქტურის მსგავსია, ან მენოპაუზის შემდეგ. ასევე ტესტი შეიძლება დადებითი დარჩეს ორსულობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის განმავლობაში.

 

ბავშვის სქესის გამოთვლა (დააკლიკეთ)

 

ტესტი ოვულაციაზე

თუ იცით თქვენი ოვულაციის დღეები – ეს

ნიშნავს, რომ გაქვთ ინფორმაცია როდისაა ჩასახვისათვის ყველაზე სასურველი დღეები. დღესდღეობით არსებობს სპეციალური ტესტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია ოვულაციის დღის დადგენა. ყველაზე პოპულარულია ტესტი, რომელიც ოვულაციას ადგენს შარდის საშუალებით. გაეგნულად ეს ტესტი ძალზე წააგავს ორსულობის ტესტებს, მაგრამ ოვულაციის ტესტი საზღვრავს სპეციალური ჰორმონების კონცენტრაციასტესტის ჩატარება უნდა მოხდეს მენსტრუაციული ციკლის შუა ეტაპზე, მაგალითად, თუ ციკლი 28 დღეს შეადგენს, ტესტირება უნდა ჩაიტაროთ მენსტრუაციული ციკლის მე-11 დღიდან.ტესტირება უნდა ჩაიტაროთ ყოველდღე (დადებითი შედეგის მიღებამდე) და დღეში ორჯერ. ეს აიხსნება იმით, რომ სპეციალური ჰორმონების კონცეტრაციის პიკი 24 საათს შეადგენს, ტესტის ჩატარება უნდა მოხდეს დილით დაახლოებით 10.00 საათზე და საღამოს – დაახლოებით 20.00 საათზე. ტესტის ჩატარებამდე ერთი საათით ადრე არ უნდა მიიღოთ სითხეტესტი დადებითია თუ მასზე წარმოქმნილი ზოლი ფერით ისეთივეა ან ოდნავ მუქია, როგორც საკონტროლო ზოლი. თუ წარმოქმნილი ზოლი საკონტროლო ზოლზე ღიაა – ასეთ შემთხვევაში შედეგი უარყოფითია, ტესტის შედეგის სარწმუნოებისთვის აუცილებელია დაიცვათ წესები (ინსტრუქცია ტესტს თან ახლავს). აღნიშნული წესების დაცვის შემთხვევაში ტესტის პასუხის სარწმუნოება 100 პროცენტია

წყარო: imediclinic.com
უკან დაბრუნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>